ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
ახალი დეტალები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შესახებ - აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "აპა" იტყობინება, რომ C-130-ს მხოლოდ გამანადგურებლების F-16-ის სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა და ბორტზე სწორედ ამ გამანადგურებლების სპეციალისტები იმყოფებოდნენ. შესაბამისად, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ ყოფილა.
თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს, ბაქოში, ყარაბაღის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ. ღონისძიებას, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, თურქეთის პირველი პირიც ესწრებოდა.
კატასტროფის ადგილზე, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ღონისძიებაში ჩასართავად, თურქეთმა სამხედრო თვითმფრინავი და ორი დრონიც გამოგზავნა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს. ავიაკატასტროფის ადგილზე გუშინვე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნილ "ჰერკულესის" ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 20 ადამიანი იმყოფებოდა.