რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
ირანში საპროტესტო აქცია გაიმართა - აქციის მონაწილეები ასობით მოსწავლე გოგონას მოწამვლის ფაქტებს აპროტესტებდნენ. მშობლებმა აქციები თეირანსა და რამდენიმე ქალაქში საგანმანათლებლო უწყებების წინ გამართეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დაზარალებულ არასრულწლოვნებს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, როგორიცაა გულისრევა, გახშირებული გულისცემა, თავის ტკივილი, კიდურების დაბუჟება.
ირანის პრეზიდენტი მომხდარში თეირანის მტრებს ადანაშაულებს. არსებობს ვარაუდიც, რომ გოგონები შეიძლება რელიგიური ჯგუფების სამიზნეები არიან, რომლებიც მათ განათლებას ეწინააღმდეგებიან.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამომძიებლებმა "საეჭვო ნიმუშები" აღმოაჩინეს, რომლებსაც უკვე იკვლევენ.
მასობრივი მოწამვლის ფაქტები, ნოემბრის შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქის 30-ზე მეტ სკოლაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, დაზარალებული 900-მდე მოსწავლეა.