ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
აშშ-ში, საპრეზიდენტო კანდიდატების გარდა, ამერიკელებს ხმის მიცემა კიდევ რამდენიმე საკითხზე მოუწევთ.
კერძოდ:
1. აბორტის უფლებების საკითხი კენჭისყრაზეა 10 შტატში, მათ შორის მერყევ შტატებში, არიზონასა და ნევადაში.
2. აშშ-ის სენატის მესამედი – მისი 100 ადგილიდან 34 ასევე ასარჩევია. დემოკრატებს აქვთ უმრავლესობა. უპარტიო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რესპუბლიკელებს აქვთ კარგი შანსი, დაიბრუნონ სენატი.
3. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესის ქვედა პალატაში, ყველა, 435 ადგილია ასარჩევი. რესპუბლიკელებს ამჟამად მცირე უმრავლესობა აქვთ. რესპუბლიკელებმა შეიძლება, დაკარგონ ძალაუფლება პალატაზე, სადაც დემოკრატებს მხოლოდ ოთხი ადგილის დაკავება სჭირდებათ კონტროლის დასაბრუნებლად.
4. მარიხუანას რეკრეაციული ან სამედიცინო მოხმარების საკითხი ასევე არის არჩევნებზე ოთხ შტატში – ფლორიდაში, ნებრასკაში, ჩრდილოეთ დაკოტასა და სამხრეთ დაკოტაში.
5. რეფერენდუმი კენჭისყრაზე და არჩევნებზე – ზოგიერთ რაიონში ამომრჩეველი ასევე ირჩევს, როგორ სურს, ჩატარდეს არჩევნები.