1740477955
სამხრეთკორეული მედია: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი სამხედრო შენაერთები გააგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საომრად დამატებითი სამხედრო შენაერთები გააგზავნა. ინფორმაციას სამხრეთკორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ქვეყნის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ იანვარსა და თებერვალში რუსეთში 1 ათასი ჯარისკაცი გააგზავნა. ამასთან ერთად, ფხენიანი კიდევ დამატებითი საჯარისო შენაერთების გაგზავნას აპირებს.
სამხრეთ კორეის დაზვერვა ვერ აზუსტებს, დამატებითი ძალები კურსკის ოლქში გადაისროლეს, თუ არა.
ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველად 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ.