„სამეფო კარის თამაშების“ ცნობილი რკინის ტახტი აუქციონზე 1.49 მილიონ დოლარად გაიყიდა

„სამეფო კარის თამაშების“ ცნობილი რკინის ტახტი აუქციონზე 1.49 მილიონ დოლარად გაიყიდა

სერიალ “სამეფო კარის თამაშების“ ცნობილი რკინის ტახტი აუქციონზე 1.49 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

აშშ-ში, დალასში, Heritage Auctions-მა სერიალის ფანებს 900-ზე მეტი ლოტი შესთავაზა. აუქციონის მიერ გაყიდული რეკვიზიტების ღირებულებამ, საერთო ჯამში, 21 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველაზე ძვირადღირებული ლოტი რკინის ტახტი იყო, რომლისთვის სერიალის გმირები რვა სეზონის განმავლობაში იბრძოდნენ. ექვსწუთიანი ვაჭრობის შემდეგ, ტახტი 1,49 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რკინის ტახტის რეპლიკა პლასტმასისგან არის დამზადებული და ჩამოსხმულია ეკრანის ორიგინალური ვერსიიდან.