1684957677
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული იაპონიაში - მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის გამო
იაპონიის მოსახლეობა მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გააფრთხილეს. მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებენ. გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიის კუნძულ კიუ-სიუს სამხრეთ ნაწილში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც ამ მიწისძვრის ეპიცენტრი ნანკაის ღრმულის სიახლოვეს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობდა. ბოლოს ამ ადგილას მომხდარი მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.