განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957
პენსიაში გასულმა ფრანგმა ქირურგმა, რომელსაც ასეულობით ახალგაზრდა პაციენტების გაუპატიურებასა და მათ მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტების, სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ მან არაერთი "საზიზღარი" დანაშაული ჩაიდინა.
74 წლის ჟოელ ლე სკუარნეკს ბრალი ედება 299 ადამიანის გაუპატიურებასა და მათ მიმართ სექსუალურ ძალადობაში. ქირურგის მსხვერპლთა უმეტესობა დანაშაულის ჩადენის დროს ბავშვი იყო. სასამართლოს ცნობით, მისი ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 1 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმულის კი 70-ს.
"არაერთი საზიზღარი დანაშაული ჩავიდინე. ვაცნობიერებ, რომ მიყენებული ზიანი გამოსწორებას არ ექვემდებარება. ვალდებული ვარ ყველა ამ ადამიანთან და მათ ოჯახებთან, ვაღიარო ჩემი ქმედებები და მათი შედეგები, რომელიც მათ გამოცადეს და მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევთ ტარება". - თქვა ლე სკუარნეკმა სასამართლოს წინაშე.
ლე სკუარნეკი პაციენტებზე, სავარაუდოდ, 25 წლის განმავლობაში 1989 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ძალადობდა.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ქირურგს 20-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლე სკუარნეკი წარსულში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო ორჯერ ნასამართლევია.
2005 წელს ქირურგს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისთვის 4-თვიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, ამის მიუხედავად მომდევნო წელს მან ქალაქ კემპერლეში მდებარე საჯარო ჰოსპიტალში მუშაობის დაწყება შეძლო.
ამის შემდეგ ლე სკუარნეკმა საჯარო საავადმყოფოებში მუშაობა კიდევ 12 წლის განმავლობაში განაგრძო. 2017 წელს ქირურგი 6 წლის მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღმოაჩინა ელექტრონული დღიურები, სადაც დეტალურად აღწერილი იყო ქირურგის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევები რეგიონში მდებარე არაერთ კლინიკაში.
2020 წელს ლე სკუარნეკს მეზობლის შვილის, ორი დის შვილის და 4 წლის პაციენტის გაუპატიურების საქმეებზე 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
შემდგომი გამოძიების ფარგლებში გამოვლენილმა გარემოებებმა კი პროკურორები ლე სკუარნეკის მიმართ 299 ადამიანის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებამდე მიიყვანა.