1734168260
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით დასწია
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით დასწია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება „ასახავს ჩვენს თვალსაზრისს, რომ ქვეყნის საჯარო ფინანსები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო წლებში“, იმის გამო, რომ „პოლიტიკური ფრაგმენტაცია უფრო მეტად ხელს უშლის მნიშვნელოვან ფისკალურ კონსოლიდაციას“, აღნიშნავს სააგენტო.
„სააგენტო Moody's-მა გამოაცხადა საფრანგეთის რეიტინგის ცვლილება [...], რაც ხაზს უსვამს ბოლო საპარლამენტო მოვლენებსა და ამჟამინდელ გაურკვევლობას ჩვენი საჯარო ფინანსების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მე ამას ვითვალისწინებ“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ანტუან არმანმა.