რუსეთში, სკოლის შენობაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულებს შორის მოსწავლეებიც არიან

skola

რუსეთში, იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. არის 20-მდე დაშავებული.

რუსული საინფორმაციო ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, თავდამსხმელი "მაკაროვის" 2 პისტოლეტიდან ისროდა, მას ეცვა მაისური ნაცისტური სიმბოლოებით.

შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომლის ვინაობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, თავი მოიკლა.