რუსეთში, ერთ-ერთ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ

რაკეტა

რუსეთის ქალაქ ტულაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა ქარხანაზე განხორციელდა.

მედიის ცნობით, ქარხანა „პანცირის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა სმოლენსკისა და ორიოლშიც.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.