1793992033
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, ნავთობბაზა იწვის
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, ნავთობბაზა იწვის. ოლქის გუბერნატორის თქმით, ქალაქ კლინცში ნავთობბაზას რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიერ განადგურებული უკრაინული დრონის ნამსხვრევები დაეცა, რამაც აფეთქება და საწვავის აალება გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ლენინგრადის ოლქში ღამით, უკრაინული დრონების სამიზნე ნავთობის ტერმინალი იყო. დრონები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა მოიგერია.
უკრაინის მრეწველობის მინისტრის თქმით, სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით გაშვებული დრონები უკრაინული წარმოების იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინა ფრონტის ხაზიდან თითქმის 1200 კილომეტრის დაშორებით ახორციელებს იერიშს.












