რუსეთი შესაძლოა უკრაინას თავს ნებისმიერ დროს დაესხას -ჯენ პსაკი

ჯენ პსაკი

„უკიდურესად სახიფათო ვითარებაა, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინას თავს ნებისმიერ დროს დაესხას", - ასე აფასებენ თეთრ სახლში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ კრიზისს.

რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე ეკონომიკური შედეგები ელის. ჯენ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ რუსეთი დიპლომატიის გზას აირჩევს. თეთრი სახლს პასუხობს შტატებში რუსეთის საელჩო. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს.

„ჯარების საკუთარ მიწაზე გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია და არ გაამძაფროთ დაძაბულობა დონბასის პრობლემის გარშემო", - წერს რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელში.