პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას თავის ტერიტორიაზე გამოყენებულ დასავლური ტიპის არაბირთვულ იარაღს ბირთვული იარაღით უპასუხოს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი მისი ან ბელარუსის რესპუბლიკის, როგორც სამოკავშირეო სახელმწიფოს მონაწილის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, რაც კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - თქვა პესკოვმა.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.