პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტეხასის პოლიციამ დააკავა სამი ზრდასრული, რომლებმაც, სავარაუდოდ, 6 წლის ბავშვი საშრობში ჩაკეტეს და ის ჩართეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ჰიუსტონის სამრეცხაოს საშრობში ჩაკეტილი 6 წლის მოზარდი იპოვა. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ბავშვი კანკალებდა და ტიროდა.
როგორც გაირკვა, ბიჭს 18 წლის ჰევენი, 20 წლის გილი და 19 წლის ფორდი უვლიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვმა ჩიფსები დაკარგა და ნერვიულობდა. ამის გამო მათ ბავშვი დასაჯეს და საშრობში მოათავსეს.
სანამ საშრობში ჩაკეტავდნენ, ბიჭი მათ გაუძალიანდა, თუმცა სამმა მოზარდმა ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა მაინც შეძლო. სასამართლოზე მათ თქვეს, რომ ბიჭი დაახლოებით ერთი წუთით მაინც დარჩა შიგნით, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა საშრობიდან გამოიყვანა.
თუმცა, პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვი საშრობში დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.