როგორია ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პრინცესა საავადმყოფოში 10-14 დღემდე დარჩება, შემდეგ კი მკურნალობის კურსს სახლში გააგრძელებს.

"მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა 17 იანვარს ლონდონის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.

ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, პრინცესა მოვალეობების შესრულებას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაუბრუნდება" - ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით, სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ