პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
75 წლის მეფე ჩარლზი სიმსივნეს ებრძვის. ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. მეფემ მკურნალობა უკვე დაიწყო და გარკვეული პერიოდით საჯარო სივრცეში არ გამოჩნდება და ვალდებულებების შესრულებას ვეღარ შეძლებს.
რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნეს დაუდგინდა მონარქს, ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე განცხადებაში არ აკონკრეტებს. თუმცა განმარტავენ რომ მეფე „სრულ პოზიტიურობას“ ინარჩუნებს. პრინცი ჰარი, რომელიც სამეფო ოჯახიდან გამოყოფილია, ბრიტანეთში მამის მოსანახულებლად უკვე ჩავიდა. სამეფო ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი უილიამი კი მონარქის ზოგიერთ ვალდებულებას შეასრულებს. მათ შორისაა მეფის არასაჯარო საქმიანობის დიდი ნაწილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა, რომ მედიკოსებმა მეფეს სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მთელი ქვეყანა იმედოვნებს ის სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს.