„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ ნატოს პარალელურად, ევროკავშირმა უსაფრთხოების საკუთარი ორგანიზაცია უნდა შექმნას.
ამ თემაზე მეცოლამ გამოცემა El Mundoს-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროპა არასტაბილური ვითარების ზღვარზეა, ამიტომ ევროკავშირი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, თავდაცვის ახალი კავშირი შექმნას, იმის მიუხედავად თუ ვინ გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი.
„იანვარში აშშ-ს ახალი პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია ეყოლება. ასევე იქნება ახალი სენატი და ახალი კონგრესი, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხზე. იმედი მაქს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნა მეცოლამ.