რაზე ისაუბრეს მსოფლიოში ყველაზე მაღალმა და დაბალმა ქალმა - გინესის რეკოდსმენების შეხვედრა

ყველაზე მაღალი და დაბალი ქალები

გინესის მსოფლიო რეკორდების დღის აღსანიშნავად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი  ყველაზე დაბალ ქალს შეხვდა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

თურქეთში მცხოვრები გელგი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე მაღალი  ქალი, მისი სიმაღლე 215,16 სანტიმეტრია, ხოლო ამგე ინდოეთიდან ამაყად ატარებს ყველაზე დაბალი ქალის ტიტულს, ის მხოლოდ 62,8 სანტიმეტრია.

ამგე ამბობს, რომ  შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო: ქალბატონებმა მოდაზე, სპორტზე, სილამაზესა და თავის მოვლაზე ისაუბრეს. ორივეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი გინესის რეკორდების წიგნიდან. 

გელ­გი, რო­მე­ლიც ვებ-დი­ზა­ი­ნე­რად მუ­შა­ობს, ვი­ვე­რის სინ­დრო­მი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რაც დაჩ­ქა­რე­ბულ ზრდას და ჩონ­ჩხის დე­ფორ­მა­ცი­ებს იწ­ვევს. თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მას მხო­ლოდ დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბით შე­უძ­ლია დგო­მა და სი­ა­რუ­ლი.

ამ­გეს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბია და ერთხელ American Horror Story-ში გა­მოჩ­ნდა, გე­ნე­ტი­კუ­რი ანო­მა­ლი­ე­ბი არ აქვს.