რა კადრებს აქვეყნებენ ბიონსე და ჯეი-ზი პარიზიდან, ჰოლივუდში მიმდინარე პროცესების პარალელურად

ბიონსე

ბიონსე და ჯეი ზი პარიზიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებენ. წყვილი Diddy -ისთან დაკავშირებულ სკანდალურ ქეისს, რომელშიც Jay Z -ის სახელიც აქტიურად ჟღერდება, ჯერჯერობით, არ ეხმაურება. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Beyoncé (@beyonce)

ცნობისთვის, ამერიკელი რეპერი შონ „დიდი“ ქომბსი ფედერალური გამოძიების ბიურომ ტრეფიკინგთან და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით 16 სექტემბერს დააკავა. 

როგორც ცნობილია, შონ „დიდი“ ქომბსს ბრალად ედება ე.წ. freak off წვეულებების გამართვა, სადაც მუსიკალურ წვეულებებს ქალების ექსპლუატაციისთვის იყენებდა. ამასთან, ცნობილია, რომ აღნიშნულ წვეულებებზე სხვადასხვა ცნობილ პირს ხშირად დიდი რაოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და სექსს აიძულებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.

Puff Daddy წვეულებების მეფედ ითვლებოდა. მის ღონისძიებებზე მოხვედრას ცდილობდა ყველა, მათ შორის მუსიკალური ბიზნესისა და ჰოლივუდის წარმომადგენლები მაგალითად, ლეონარდო დიკაპრიო, ჯეი ზი, ბიონსე, მერაია ქერი, ჯენიფრ ლოპესი, მეგან ფოქსი, კელი ოზბორნი, ჯასტინ ბიბერი.

აღნიშნულ საქმეში ისახება ცოლ-ქმარი ჯეი-ზი და ბიონსეს კვალი, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართული იყვნენ ამ დანაშაულში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია მათ საქმესაც იძიებს.

ასევე ყურადღების ცენტრშია რეპერი აშერი, რომელმაც დიდის დანაშაულებზე ყველაფერი იცოდა, თუმცა, სავარაუდოდ, შანტაჟის გამო დუმდა, ამავე მიზეზით გაჩუმდა უამრავი ვარსკვლავი, რომლებმაც ვერ გაბედეს ხმის ამოღება.