რა არის ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ - სასამართლო საქმის მიმდინარეობის ქრონოლოგია

შონ „დიდი“ კომბსი  ფოტო: Getty Images

P Diddy / Puff Daddy (რეალური სახელი Sean Combs) - ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერად მიიჩნევა. მან რეპერისა და პროდიუსერის კარიერა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, შემდგომ კი ყველაზე მდიდარ და გავლენიან ფიგურად იქცა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში და იყო ერთ-ერთი, ვინმაც ეს ინდუსტრია პრესტიჟული გახადა.

შონ კომბსმა დააარსა ლეიბლი Bad Boy Records და მისი არსებობის პერიოდში P Diddy მუშაობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Notorius B.I.G (Biggie), Justin Bieber, Usher, J Lo, Mary Jane Blige, Lil Kim, Faith Evans და ასევე - Cassie (Casandra Ventura).

ათწლეულების განმავლობაში, შონ კომბსის "იმპერია" იზრდებოდა და მათ სიაში, მუსიკის გარდა, იყო პოპულარული ბრენდები, ალკოჰოლური სასმელები და რეალითი შოუებიც.

წლის სკანდალი ჰოლივუდში მას მერე "გასკდა", რაც მისი ერთ-ერთი გავლენიანი პირი P Diddy დააკავეს და მრავალი ბრალდება წაუყენეს.