1733258119
ქარიშხალ „რაფაელის“ გამო კუბა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
კუბას ქარიშხალი „რაფაელი“ დაატყდა თავს, რის გამოც მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
BBC-ს ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღწევდა, რამაც კუნძულის ელექტროსისტემის გათიშვა გამოიწვია. სპეციალისტების განცხადებით, ელექტროენერგიის აღდგენა მხოლოდ შტორმის დასრულების შემდეგ მოხერხდება. მეტეოროლოგები კი ვარაუდობენ, რომ დღის განმავლობაში კუბაზე კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი.
მესამე კატეგორიის შტორმის დაწყებამდე განხორციელდა სულ მცირე 70 ათასი ადამიანის ევაკუაცია.