პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მთავარ ზოოპარკს 70-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის, ლომი და ორი ყავისფერი დათვი გადასცა.
ცხოველები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, ალექსანდრ კოზლოვმა სატვირთო თვითმფრინავით ჩაიყვანა. გარდა ლომისა და დათვებისა, საჩუქარი მოიცავს იაკებს, კაკადუებს, ხოხბებსა და იხვკაზმულებს.
ცხოველების გადაცემა მოხდა 1 კვირაში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დასახმარებლად ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ცხოველები გაუგზავნა. პუტინმა მიმდინარე წელს კიმ ჩენ ინს 24 სუფთა ჯიშის ცხენიც აჩუქა, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები გადასცა.