პუტინი შესაძლოა, G20-ის სამიტს დაესწროს - Bloomberg

პუტინი

პუტინმა შესაძლოა G20-ის სამიტში მონაწილეობა მიიღოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს, ომის გამო, პუტინმა უარი თქვა ინდონეზიაში ლიდერთა შეხვედრაზე დასწრების გეგმებზე და მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გააგზავნა. პუტინმა ასევე გამოტოვა G20-ის სამიტი რომში მაშინ, როდესაც უკრაინაში შეჭრას გეგმავდა. 

ცნობისთვის, G20-ში ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მექსიკა, გერმანია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, იაპონია და ევროკავშირი შედიან.

✕