პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი წინასწარ შესთავაზებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს შესაძლო დარტყმის ზონების დატოვებას.
„რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში და საპასუხო ზომის სახით, უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნის არჩევისას, ჩვენ წინასწარ შევთავაზებთ სამოქალაქო პირებსა და ასევე იქ მყოფ მეგობარი სახელმწიფოების მოქალაქეებს დატოვონ საშიში ზონები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული მიზეზების გამო - ღიად, საჯაროდ, მტრის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შიშის გარეშე“, - დასძინა მან.