პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ოერშნიკის“ ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს.
„როგორც უკვე ითქვა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გამოცდებს, მათ შორის საბრძოლო პირობებში, არსებული სიტუაციისა და რუსეთისთვის შექმნილი საფრთხეების ხასიათის გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი რაკეტა „ორეშნიკის“ სერიულ წარმოებას დაიწყებს და ის არმიის შეიარაღებაში იქნება წარმოდგენილი. თავის მხრივ, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მეთაურმა, სერგეი კარაკაევმა პუტინთან თათბირზე განაცხადა, რომ „ორეშნიკს“ შეუძლია მთელ ევროპაში სამიზნეების განადგურება, რაც მას დიდი სიშორის სხვა მაღალი სიზუსტის იარაღისგან განასხვავებს.
კარაკაევმა აღნიშნა, რომ სარაკეტო კომპლექსო „ორეშნიკი“ გააფართოებს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს, სხვადასხვა ტიპის სამიზნეების განადგურებაში დასახული ამოცანის შესაბამისად, როგორც არაბირთვული, ისე ბირთვული აღჭურვილობით.
ცნობისთვის, 21 ნოემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე დარტყმა მიიტანა ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით. მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, გამოიყენეს ამერიკული და ბრიტანული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთი ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის. უკრაინელთა სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები ბრიანსკის და კურსკის ოლქებში.