შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
პრინცი ჰარი უახლოეს დღეებში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება მეფე ჩარლზის მოსანახულებლად მას შემდეგ, რაც ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ მონარქს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი არ არის პროსტატის კიბოზე.
გავრცელებულ ინფორმაციაში კიბოს სახეობა არ არის დასახელებული, მაგრამ ბუკინგემის სასახლის განცხადებით, მეფემ ორშაბათს მკურნალობა დაიწყო.
"მეფე დადებითად არის განწყობილი მის მკურნალობასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება საჯარო მოვალეობების შესრულებას", - ნათქვამია განცხადებაში