პოლიციამ არ უპასუხა ზარს სახლიდან, სადაც მეორე დღეს 4 ცხედარი იპოვეს - მოკლულებს შორის 7 და 12 წლის ბავშვები არიან - უცხოეთი

მკვლელობა

დაკეტილ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სად მოხდა საზარელი შემთხვევა? ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ინ­გლის­ში, ლონ­დო­ნის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, ნორ­ვი­ჩის მახ­ლობ­ლად, ოფიც­რებ­მა და­კე­ტილ სახ­ლში 45 წლის მა­მა­კა­ცის, 36 წლის ქა­ლი­სა და 12 წლის და 7 წლის მო­ზარ­დე­ბის ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ოთხი­ვეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მა­მა­კა­ცი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია და მას ბარ­თლო­მე კუ­ჩინ­სკად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. პო­ლი­ცი­ის თქმით, კაცი ინ­ჟი­ნე­რი იყო და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ვაჭ­რო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. კუ­ჩინ­სკი ორი ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მე­ო­თხე ცხე­და­რი სტუ­მარ ქალს ეკუთ­ვნის. მის ვინაობას პოლიცია არ ახმაურებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რას­კევს, 06:00 სა­ათ­ზე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ზარი შე­ვი­და, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ არ უპა­სუ­ხა. ზარი სწო­რედ იმ სახ­ლი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

ერთი სა­ა­თის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ას ად­გი­ლობ­რივ­მა მა­მა­კაც­მა და­უ­რე­კა და გა­ნუ­ცხა­და, რომ სახ­ლში მცხოვ­რებ­ლე­ბის ბე­დით "შეშ­ფო­თე­ბუ­ლი" იყო. ად­გილ­ზე მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ამ ოთხი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ტიკტოკერმა მარიმ შვილს ზესტაფონში ჩააკითხა - ემოციური კადრები

როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბინა თბილისის ცენტრში - ფოტოები