Politico: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს

კაია კალასი

ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას "პოლიტიკო" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს.

ევროკომისრების ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი გუნდი საქმიანობას 1 დეკემბრიდან შეუდგება. ევროპარლამენტის კომიტეტებში კანდიდატების მოსმენა 4-12 ნოემბერს გაიმართა.