1764853610
Politico: აშშ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას შეამცირებს
აშშ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Politico ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას მას შემდეგ შეამცირებს, რაც „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში ბოლო ტრანშს გადაურიცხავს.
ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2024 წელს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო მიღებული.
როგორც Politico წერს, მომავალ წელს უკრაინას 71,7 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დეფიციტი ექნება. კიევი იძულებული იქნება აპრილიდან სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, თუ მანამდე მას დაფინანსების ახალი წყარო არ გამოუჩნდება.










