პესკოვი ამტკიცებს, რომ ჯონსონის განცხადება, პუტინის მუქარის შესახებ, სიცრუეა

დიმიტრი პესკოვი

პესკოვის მტკიცებით, ბორის ჯონსონის განცხადება, პუტინის მუქარის შესახებ, სიცრუეა. 

„რაც ჯოსონმა თქვა, სიცრუეა. ან ეს იყო გაუცნობიერებელი ტყუილი და სინამდვილეში მას არ ესმოდა, რაზე ესაუბრებოდა მას პრეზიდენტი პუტინი. 

არანაირი სარაკეტო საფრთხე არ ყოფილა. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ნატოს ან ამერიკული რაკეტების პოტენციური განლაგება ჩვენს საზღვრებზე ნიშნავს, რომ ნებისმიერი რაკეტა მოსკოვს რამდენიმე წუთში მიაღწევს“,- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის ომამდე გამართული საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.