პერუში დაიჭირეს კაცი, რომელსაც 320 ტარანტულა სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული და მათ ქვეყნიდან გაყვანას ცდილობდა

ტარანტულა

პოლიციამ პერუში დააკავა მამაკაცი, რომელსაც საზღვარზე ასობით ტარანტულა გადაჰქონდა და ცდილობდა მათთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა. მამაკაცს ტარანტულები სხეულზე ჰქონდა მიბმული. პოლიცია ამობურცულმა ტანსაცმელმა დააეჭვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, თითოეული ზრდასრული ტარანტულა ადამიანის ხელის ზომის იყო. დიდი ტარანტულები პლასტმასის კონტეინერში იყო ჩასმული, პატარები კი მილებში.

ტარანტულები პერუს გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია.

როგორც პოლიციაში ამბობენ, ველური ბუნების არსებები ქვეყნიდან კონტრაბანდულად გადის და ადამიანები ამით მილიონობით დოლარს შოულობენ.

მან ასევე განმარტა, რომ მსგავსი კონტრაბანდის შემთხვევები უფრო ხშირად წარმოიქმნება შობის მოახლოებასთან ერთად, რადგან ცხოველებს უფრო მაღალი ფასები აქვთ სადღესასწაულო სეზონზე.

არსებები გადაიტანეს გადატვირთული საწყობიდან და უსაფრთხო ადგილას მოათავსეს.