პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

პარიზი

 პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მიზეზი 12 წლის ებრაელი გოგონას გაუპატიურება გახდა.

ინციდენტი ქალაქ კურბევუაში გასულ კვირას მოხდა. პოლიციამ ძალადობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა. ქალაქის მერმა მომხდარს ანტისემიტური აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქში რასიზმისა და ძალადობის ადგილი არ არის.