1763237570
პაკისტანში ავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა - დაღუპულია 17 ადამიანი
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში სამგზავრო ავტობუსსა და სატვირთო ტრაილერს შორის შეჯახებისას სულ მცირე 17 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, გასულ კვირას პაკისტანში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.
პაკისტანში ცუდი საგზაო ინფრასტრუქტურისა და საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია.











