ორბანი: არ გვახარებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინამ და მოლდოვამ სწრაფი მიდგომა მიიღეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა

 ვიქტორ ორბანი

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მას არ ახარებს ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინამ და მოლდოვამ სწრაფი მიდგომა მიიღეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა.

ვიქტორ ორბანის თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნება.

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები იმსახურებენ იმაზე მეტს, ვიდრე რასაც ახლა იღებენ ბრიუსელიდან, ეს ქვეყნები უკვე ევროკავშირში უნდა იყვნენ“, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, გაფართოება არა გამოწვევა, არამედ დიდი შესაძლებლობაა ევროკავშირში უკვე შემავალი ქვეყნებისთვის.

„ჩვენ არ გვახარებს, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა სწრაფი გზა მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებებისთვის, ხოლო დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა“, - დასძინა მან.