„ომიკრონი“ ხალხს კლავს - ჯანმოს დირექტორი

 ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, „ომიკრონი“ ხალხს კლავს და არ შეიძლება „მსუბუქი“ ვუწოდოთ.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 78%-ით, ხოლო ევროპაში 65%-ით გაიზარდა.

„გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 71%-ით მეტია“, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.