ნოტრ-დამის ზარებმა 2019 წლის ხანძრის შემდეგ პირველად დარეკეს - ნახეთ ვიდეო

ნოტრ-დამი

 ხუთი წლის წინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კატასტროფულ ცეცხლში გაეხვა, რომლის დროსაც შენობის უდიდესი ნაწილი დაზიანდა. თუმცა, ისტორიული ტაძრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პარიზის ქუჩებში ისევ გაისმა ნოტრ-დამის ზარების ხმა.

 

 

„დღეს დილით ზარების რეკვის ხმის მოსმენა ძალიან ემოციური იყო," — ამბობს ალექსანდრ გუგონი, ადამიანი, რომელიც ზარების ინსტალაციას მეთაურობდა — "ზარების დამონტაჟებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ეს უდიდესი პროექტის კულმინაციაა."

რვა რესტავრირებული ზარი კათედრალის ჩრდილოეთ სამრეკლოში ჩამოკიდეს. პარასკევს ტექნიკური ტესტის ფარგლებში ისინი საცდელად დარეკეს, რათა დეკემბერში ნოტრ-დამის შენობის გახსნისთვის ყველაფერი მზად და მწყობრში იყოს.

ყველაზე დიდი ზარები ნოტრ-დამს პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორთა კომიტეტმა შესწირა. აქამდე ეს ზარი შტად დე ფრანსზე, საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე იყო განთავსებული და მაშინ ირეკებოდა, როცა ათლეტები ამ ზაფხულის ოლიმპიადაზე იგებდნენ ან რეკორდებს ამყარებდნენ.

 ნოტრ-დამი ოფიციალურად 8 დეკემბერს გაიხსნება.