„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დღესვე უზრუნველყოს სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანი თურქეთს და აზერბაიჯანს სთავაზობს ტრანზიტს მარგარასა და კორნიძორის გავლით.
„რატომ ვთავაზობთ ამას ახლა? იმიტომ, რომ ეს ინფრასტრუქტურა დღეს მზადაა, ყველა სხვა სფეროში, რომელზეც ვისაუბრებ. ჩვენ ასევე პოლიტიკურად მომზადებული ვართ, მაგრამ აქ უბრალოდ ჯერ კიდევ გვჭირდება ინვესტიციების განხორციელება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ განხორციელების ეტაპზე შევიდა.