ნახეთ პირველი კადრები Squid Game-ის მეორე სეზონიდან

Squid Game

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ Squid Game-ის მეორე სეზონის შესახებ სიახლე გვაქვს! ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა მეორე სეზონის პირველი კადრები გაავრცელა. მოკლე ვიდეოში 456-ე მოთამაშეს ვხედავთ, რომელიც ქვეყნიდან გამგზავრებას გადაიფიქრებს და თამაშის ორგანიზატორების მოძებნას გადაწყვეტს.

„შენს გადაწყვეტილებას ინანებ."

„გიპოვით. რადაც არ უნდა დამიჯდეს", - ისმის ნაწყვეტში. 

ჯერჯერობით მეორე სეზონის ტრეილერი არ გამოსულა, მაგრამ ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ ახალ სეზონს წელს ვიხილავთ. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Netflix US (@netflix)

კალმარის თამაში 2021 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი იყო, რომლის მეორე სეზონს მაყურებლები დღემდე მოუთმენლად ელიან. სერიალი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. სერიალში საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.

კალმარის თამაშის პოპულარულობა იმდენად დიდია, რომ ნეტფლიქსმა რეალითი შოუც გამოუშვა, რომელშიც 456 მოთამაშე ერთმანეთს $4,56 მილიონის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდა. ბუნებრივია, შოუში, სერიალისგან განსხვავებით, არავინ მომკვდარა, თუმცა თამაშების სპეციფიკა, გადასაღები მოედანი, მოთამაშეების ჩაცმულობა და მსგავსი დეტალები სწორედ კალმარის თამაშის ესთეტიკას იმეორებდა.

ასევე ნახეთ:

„დამხვდა ძალიან მძიმე მესიჯი, ცრემლები მახრჩობს...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

„ოცნება ამისრულა...“ - ვინ გაახარა გია სურამელაშვილი

რომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ