მსოფლიოში უმდიდრესი შინაური ცხოველი 500 მილიონ დოლარს ფლობს

მილიონერი ძაღლი

მსოფლიოში უმდიდრესი შინაური ცხოველი გერმანული ნაგაზი განტერ VI-ა, რომელიც 500 მილიონ დოლარს ფლობს. ძაღლმა ქონების ნაწილი - 80 მილიონი დოლარი, მემკვიდრეობით ბაბუისგან მიიღო.

ძაღლის ქონების განმკარგავი კომპანიის - Gunther Corporation-ის მიერ ფულის უძრავ ქონებაში ინვესტირების შედეგად, განტერ VI-ის ქონება 500 მილიონამდე გაიზარდა.

ძაღლი მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს - აქვს იახტა და საკუთარი თვითმფრინავი. მის შესახებ Netflix-მა დოკუმენტური სერიალი - Gunther’s Millions გადაიღო.