მსოფლიოში კოვიდი 271 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა

ექიმები

Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 271 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსი 271,074,211 ადამიანმა დაამარცხა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 335,423,967-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 5,573,787ადამიანი.