ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა დროზე ადრე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბანკის პრეზიდენტმა ეს თანამდებობა მის წინააღმდეგ აგორებული კრიტიკული კამპანიის გამო დატოვა. კრიტიკა ეხებოდა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოზიციას კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით.
თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში მალპასი წერს, რომ ის თანამდებობას ფინანსური პერიოდის დასრულების შემდეგ დატოვებს. მომდევნო თვეების განმავლობაში ბანკის მმართველის უმტკივნეულო ცვლილება მოხდება.
მალპასის წინააღმდეგ კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე გასული წლის სექტემბერში მან არ უპასუხა შეკითხვას, სჯერა თუ არა მას კლიმატის გლობალური ცვლილების? ამის შემდეგ აშშ-მა და მსოფლიო ბანკის სხვა აქციონერებმა დევიდ მალპასის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს.