მშობლების მკვლელობის გამო 30 წლის კაცი დააკავეს (უცხოეთი)

ლენტი

ნიუ იორკში, 30 წლის მამაკაცს ბრალად ედება მშობლების მკვლელობა. მას ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში.

უცხოური მედიის ცნობით, კაცმა ჯერ დედას ჩაარტყა ყელში და მოკლა, შემდეგ კი მამას დაესხა თავს. როდესაც პოლიციამ ის იპოვა, კაცის ტანსაცმელი და ხელები სისხლიანი იყო. 

სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, ვიტო მშობლებთან ნაჩხუბარი იყო. ნოემბერში მოსამართლემ მის წინააღმდეგ დაცვის ორდერი გასცა და-ძმასთან საშინაო დავის შემდეგ.

"ისინი კარგი ხალხი იყვნენ. ტრაგედია მოხდა. მათ ლამაზი ოჯახი ჰყავდათ", - განუცხადა CBS– ს მეზობელმა.

ამჟამად დაკავებული მამაკაცი საავადმყოფოშია, სადაც ფსიქიატრიული შეფასება უნდა გაიაროს.