მოსკოვში დღეს უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება

უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაში, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერიც მიიღებს მონაწილეობას.

პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დააზუსტა, რომ შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება, თუმცა სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია.

მანამდე უიტკოფმა ფლორიდაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. უიტკოფს საფრანგეთიდან ტელეფონით ესაუბრნენ ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკიც. საუბარში ლონდონიდან დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერიც ჩაერთო.