ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის - გაერო
1788464895
მოსკოვში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც სამხედროების ცოლების მიერ მოწყობილ აქციას აშუქებდნენ. ინფორმაციას გამოცემა "მედუზა" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქცია "გზა სახლისკენ" სამხედროების ცოლებმა კრემლის კედლებთან მობილიზაციის გამოცხადებიდან მე-500 დღის აღსანიშნავად გაიმართა. მომიტინგეები მოსკოვში, ალექსანდრეს ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე თეთრი შარფებით შეიკრიბნენ და მარადიული ცეცხლი ყვავილებით შეამკეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ Beware-ის, News-ის, Sota.Vision-ის, Kommersant-ის, France Press-ის, Spiegel-ის თანამშრომლები, ასევე მოძრაობა "ადამიანის უფლებებისთვის" უფლებადამცველები პოლიციამ კიტაი-გოროდის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ასევე, პოლიციამ, პუტინის საარჩევნო შტაბში პოკროვკაზე, კიდევ 7 ჟურნალისტი დააკავა, რომლებიც აქციას აშუქებდნენ.