„საერთო ბიზნესში წილი ვერ გაიყვეს...“ - რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე
1733820770
კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა.
ჰოვარდის უნივერსიტეტში ჰარისის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი.
ჰარისმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, გუნდის წევრებს, ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს მხარდაჭერისა და რწმენისთვის. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ამერიკელები არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის ან პრეზიდენტის ერთგულები, არამედ უნდა იყვნენ კონსტიტუციის, სინდისისა და ღმერთის ერთგულები.
„სწორედ ჩემი სამივესადმი ერთგულების გამო ვარ აქ. ვიდრე მე ვაღიარებ არჩევნებს, მე არ ვთმობ ბრძოლას, რამაც კამპანია გააძლიერა. ბრძოლას თავისუფლებისთვის, შესაძლებლობებისთვის, სამართლიანობისთვის და ყველა ადამიანის ღირსებისთვის. ყველა იდეისთვის ბრძოლა ჩვენი ერის გულშია, იდეებისთვის, რომლებიც ასახავს ამერიკას ყველაზე კარგად. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არასდროს დავთმობ. არასოდეს შეეშვათ ბრძოლას მომავლისთვის, სადაც ამერიკელებს შეუძლიათ, განახორციელონ თავიანთი ოცნებები, ამბიციები და მისწრაფებები, სადაც ამერიკელ ქალებს ექნებათ თავისუფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰარისმა.
მისივე თქმით, ის ესაუბრა დონალდ ტრამპს და მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
„მე ასევე ვუთხარი მას, რომ ჩვენ დავეხმარებით მას და მის ჯგუფს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაში. ამერიკის ფუნდამენტური პრინციპია – როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს. ეს პრინციპი, სხვა პრინციპების მსგავსად, განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან“, – ამბობს ჰარისი.
კამალა ჰარისმა ასევე მიმართა ახალგაზრდა მხარდამჭერებს.
„ნორმალურია, რომ გრძნობდე სევდას და იმედგაცრუებას, მაგრამ გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კამპანიის პერიოდში ხშირად ვამბობდი, რომ თუ ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ, მაგრამ ზოგჯერ ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გავიმარჯვებთ. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს დანებდე, არასოდეს შეწყვიტო მსოფლიოს უკეთეს ადგილად გადაქცევა“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.