1733221566
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა.
მოქალაქეებმა არჩევანი მოქმედ პრეზიდენტს, “მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის გააკეთეს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 687 789-მა ამომრჩეველმა მიიღო.
არჩევნებისთვის მსოფლიოს 37 ქვეყანაში 234 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ ხმების 42.45% მიიღო, სტოიანოგლომ კი – 25.98%.