1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოკავშირეები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი, ისრაელს ლიბანში ცეცხლის დროებითი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
BBC-ს ცნობით, 12-მა სახელმწიფომ მხარეებს 21-დღიანი პაუზის გაკეთებისკენ მოუწოდა, რათა გახსნან სივრცე დიპლომატიისთვის. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ისრაელის „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირება წარმოადგენს „უფრო ფართო რეგიონული ესკალაციის მიუღებელ რისკს“, რაც არ შედის არც ისრაელელი, არც ლიბანელი ხალხის ინტერესებში.
განცხადებას ხელი მოაწერეს: აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ, ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კატარმა.