მილიონერმა კაცმა მკვლელისგან თავი რომ დაეღწია, გეგმა შეიმუშავა - ნახეთ, რა მოიფიქრა 41 წლის ბიზნესმენმა

პოლიცია

კალიფორნიაში მილიონერმა კაცმა ქილერისგან თავი რომ დაეღწია სპეცსამსახურების დახმარებით საკუთარი თავის გატაცება და მკვლელობა გაითამაშა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

41 წლის ნინუს მელანი და მისი შეყვარებული ერთ დღეს კარზე ზარმა გააღვიძა, მათ სპეცსამსახურების 7 აგენტი ესტუმრა და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ მოკვლას გეგმავდნენ, ხოლო ქილერისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება იყო მკვლელობის გათამაშება და ცოტა ხნით „გაუჩინარება“. 

სპეცსამსახურების თანამშრომლებმა 41 წლის კაცის და მისი მეუღლის მკვლელობა გაითამაშეს, ხოლო წყვილი მათი ქალაქიდან მოშორებით სასტუმროში გადამალეს, მათ ოთახს მცველი დაუყენეს, ხოლო სასტუმროს ნომრიდან ტელეფონები გაიტანეს.

საბოლოოდ, სპპეცსამსახურებმა გაიგეს ვინ დაუკვეთა ქილერს მილიონერის მკვლელობა და მელანი და მისი შეყვარებულიც საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ. როგორც გაირკვა მილიონერი ბიზნესმენის მკვლელობა მისმა პარტნიორმა შეუკვეთა.