მეცნიერებმა დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში შემაშფოთებელი აღმოჩენა გააკეთეს

ღრმული

მეცნიერებმა შემაშფოთებელი აღმოჩენა გააკეთეს Challenger Deep-ის სიღრმეში. მათ დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში ლუდის ბოთლი აღმოაჩინეს.  ამის შესახებ უცხოური მედია წერს

Challenger Deep არის დედამიწის ფსკერის ყველაზე ღრმა ცნობილი წერტილი, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

როგორც მეცნიერები ამბობენ, საკმაოდ დამაფიქრებელია, რომ ამ რეგიონში ლუდის ბოთლი იპოვეს.

ნაგვის ნარჩენი აღმოაჩინა ოკეანოგრაფმა დონი რაიტმა, რომელმაც თავისი დასკვნები სოციალურ მედიაში გააზიარა .

„ამ გადაგდებულმა ნაგავმა მოახერხა ჩვენი სამყაროს დაუცველ ნაწილამდე მისვლა, ვიდრე ჩვენ რეალურად მივაღწევდით - სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ღრმად და შეუქცევად ზემოქმედებენ ადამიანები ბუნებრივ სამყაროზე“,- თქვა მკვლევარმა.