მექსიკაში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს 23 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი

მექსიკაში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს 23 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰერმოსილიოს ცენტრში მოხდა.

მათივე ცნობით, გარდაცვალების უმეტესობა ტოქსიკური აირების შესუნთქვამ გამოიწვია.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სონორას შტატის გუბერნატორი ალფონსო დურაზო აცხადებს, რომ პოლიცია ცეცხლის გაჩენის მიზეზების შესწავლას განაგრძობს.